როგორ ვებრძოლოთ ვაშლის ქეცს?!
ვაშლის ქეცი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ქეცი აავადებს ვაშლის ყველა ორგანოს, განსაკუთრებით ფოთლებსა და ნაყოფებს. 
ფოთლების დაავადება ვეგეტაციის დაწყებიდანვე ვლინდება, დაავადების ნიშნები, როცა ფოთლის ფირფიტა უკვე გადაშლილია, კარგადაა შესამჩნევი.
ფოთლებს თავიდან მოყვითალო ლაქა უჩნდება, რომელიც შემდეგ ხმება და დასაწყისში მუქი წენგოსფერით იფარება, ხოლო შემდეგ – შავი ხავერდოვანი ფიფქით.
ლაქების ზომა ცვალებადია, ხშირად ისინი ერთმანეთს უერთდება და ფოთლის ფირფიტის საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს, რაც ასიმილაციის პროცესს ამცირებს.
დაავადების გავრცელებისთვის ოპტიმალური პირობებია ჰაერის მაღალი სინოტივე და +20— 25°C ტემპერატურა.

